Georgia: 2022 Summary

Against the backdrop of rising global challenges from disaster risks, the German Federal Ministry for Economic Cooperation and Development (BMZ) set up the Global Initiative on Disaster Risk Management (GIDRM) in 2013. Currently in its third phase (December 2020 - November 2023), the GIDRM focuses on risk governance and risk-informed development (RID).

RID is an understanding of development that takes into account a wide range of independent, dynamic, transnational and simultaneous risks in the decision-making and implementation processes.

Since August 2021, GIDRM III aims at supporting selected national and municipal decision-makers and local initiatives in Georgia to strengthen their capacities in using risk-informed development while considering context-specific local fragility factors. While addressing several entry points, the overall goal is to improve risk management to increase the resilience of people, institutions, and infrastructure. Further information can be found in the GIDRM Georgia factsheet, accessible in English an Georgian.

Our main regional partners in Georgia are the National Environmental Agency (NEA) and the three universities of Tbilisi State University (TSU), Georgian Technical University (GTU) and Ilia State University (ISU). In addition, GIDRM operates in close cooperation with the Ministry of Environmental Protection and Agriculture (MEPA) and the Ministry of Regional Development and Infrastructure (MRDI). There is also continuous exchange with the Emergency Management Service (EMS) and the United Nations Development Programme (UNDP).

Short review of our activities in 2021/22:

  1. In July 2021, a landslide hazard assessment was conducted in ten hazard-prone locations across Georgia, which resulted in the selection of Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti Province as pilot region for the implementation of GIDRM activities.
  2. In October 2021, a baseline study of academic curricula at three Georgia universities focusing on geology was conducted to determine the structural conditions, challenges, and critical gaps of existing study programs related to disaster risk management. The study identified a lack of technical capacity and field trip opportunities for young professionals. In order to support NEA and the universities in their training and education, the GIDRM procured mobile geological field laboratory equipment, which were endowed in an transfer ceremony on October 31st, 2022.
  3. In November 2022, the GIDRM conducted a practical field and laboratory course on rockfall reconnaissance, modeling and mitigation design for students and NEA.
  4. In May of 2022, an entry point analysis on integrating risk-informed development approaches in the health sector was carried out highlighting existing barriers and enabling factors for future RID integration.
  5. Starting in 2021, the creation of an enabling environment for RID in Georgia is being advanced via a series of regional and national workshops. The framework focuses on six core dimensions of an enabling environment for RID: finance & resources; knowledge & information; culture & people; partnership & collaboration; organizational capabilities; policy & regulations. This activity aims to enhance decision-makers’ capacity to integrate RID into their development planning.

Outlook for the planned activities in 2023:

  1. An educational video is being produced to establish a common understanding of systemic risks in Georgia (available in Spring 2023).
  2. Local participatory impact chain analysis (ICA) is set to be conducted to assess and identify the vulnerability of critical infrastructure in Georgia. The study will cover two regions: Racha-Lechkumi as well as Kvemo Svaneti and Mtskheta-Mtianeti. Additional details on the consultancy can be found in the tender documents.
  3. During 2023, the Climate Change & Infrastructure Vulnerability and Risk Assessment Protocol (PIEVC) will be piloted to assess road infrastructure vulnerability in Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti.
  4. The "gamification of RID" activity aims to create usable and interactive learning possibilities for professionals to integrate RID into localized development planning.
  5. To support NEA in its data collection, analysis, hazard modeling, and monitoring of landslide areas, the GIDRM will pilot the installation of a modern geological monitoring system in landslide hazard-prone areas. This activity supports the generation of a comprehensive database and enhances NEA's planning and preparedness capabilities.

In 2022, the GIDRM Georgia team has taken some major steps towards more risk-informed development—in cooperation with all the practitioners and partners, who accompanied us along the journey and helped pave the way for RID in Georgia with us. Thank you for making our favorite moments from this year possible and for being a part of this incredible community.

We are looking forward to continue our cooperation in 2023 and sending Holiday Greetings!

Kind Regards
Your GIDRM Georgia Team




2022 წლის შეჯამება


GIDRM-ის მოკლე ისტორია
კატასტროფების რისკებისგან მზარდი გლობალური გამოწვევების ფონზე, 2013 წელს გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალურმა სამინისტრომ (BMZ) კატასტროფების რისკის მართვის გლობალური ინიციატივა (GIDRM) ჩამოაყალიბა. ამჟამად ინიციატივის მესამე ფაზა მიმდინარეობს (2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე), რომელიც ყურადღებას ამახვილებს რისკების მართვასა და რისკზე ინფორმირებულ განვითარებაზე.

რისკზე ინფორმირებული განვითარება (RID) არის განვითარების გაგება, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი, დინამიური, ტრანსნაციონალური და ერთდროული რისკების ფართო სპექტრს გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების პროცესში.

2021 წლის აგვისტოდან GIDRM III მიზნად ისახავს საქართველოში შერჩეული ეროვნულ და მუნიციპალურ გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და ადგილობრივ ინიციატივების ხელშეწყობას, მათი რისკზე ინფორმირებული განვითარების პრინციპების გამოყენებისა და სპეციფიკურ ადგილობრივ სისუსტეებსა და კონტექსტზე მორგების შესაძლებლობების გაძლიერების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი აქტივობები სხვადასხვა მიმართულებით ერთდროულად მიემართება, საერთო მიზანი რისკების მართვის გაუმჯობესებაა საზოგადოების, ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის მდგრადობის გასაძლიერებლად. დამატებითი ინფორმაცია საქართველოში GIDRM-ის შესახებ ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე.

GIDRM-ის მთავარი რეგიონალური პარტნიორები საქართველოში არიან გარემოს ეროვნული სააგენტო (NEA) და სამი უნივერსიტეტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU). გარდა ამისა, GIDRM მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (MEPA) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან (MRDI) მჭიდრო თანამშრომლობით. ასევე მიმდინარეობს უწყვეტი ურთიერთგაცვლა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან (EMS) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP).

2021/22 წლების აქტივობები:

  1. 2021 წლის ივლისში ჩატარდა მეწყერის საშიშროების შეფასება საქართველოს მასშტაბით ათ მაღალი რისკის მქონე ტერიტორიაზე, რის შედეგადაც რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი GIDRM-ის საქმიანობის საპილოტე რეგიონად შეირჩა.
  2. 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდა აკადემიური კურიკულუმების საბაზისო კვლევა საქართველოს სამ უნივერსიტეტში, ის ფოკუსირებული იყო გეოლოგიაზე, რათა განესაზღვრა კატასტროფების რისკის მართვასთან დაკავშირებული არსებული სასწავლო პროგრამების სტრუქტურული პირობები, გამოწვევები და კრიტიკული ხარვეზები.
  3. კვლევამ გამოავლინა ახალგაზრდა პროფესიონალების ტექნიკური შესაძლებლობებისა და პრაქტიკული ვარჯიშების ნაკლოვნება. სწორედ ამიტომ, NEA-სა და უნივერსიტეტების წარმომადგენლების განათლებისა და შემეცნების მხარდაჭერის მიზნით, GIDRM-მა შეიძინა მობილური გეოლოგიური საველე ლაბორატორიული აღჭურვილობა, რომელიც ოთხივე ინსტიტუციის წარმომადგენლებს 2022 წლის 31 ოქტომბერს ცერემონიის მეშვეობით გადაეცათ.
  4. 2022 წლის ნოემბერში, GIDRM-მა ჩაატარა პრაქტიკული საველე და ლაბორატორიული სემინარი ქვათა ცვენის დაკვირვების, მოდელირებისა და შემარბილებელი აქტივობების დაგეგმარებისა და დიზაინის შესახებ სტუდენტებისა და NEA_სთვის. (შეიტყვეთ მეტი აქ).
  5. 2022 წლის მაისში ჩატარდა ჯანდაცვის სექტორში რისკზე ინფორმირებული განვითარების მიდგომების დანერგვისათვის საჭირო შეღწევის წერტილების ანალიზი, რომელიც ხაზს უსვამს მომავალში RID_ის ინტეგრაციისთვის არსებულ ბარიერებსა და ხელის შემწყობ ფაქტორებს.
  6. 2021 წლიდან საქართველოში RID-ისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად რეგიონალური და ეროვნული სემინარების სერია მიმდინარეობს. შეხვედრები ფოკუსირებულია RID-ისთვის ხელსაყრელი გარემოს ექვს ძირითად განზომილებაზე: ფინანსები და რესურსები; ცოდნა და ინფორმაცია; კულტურა და ხალხი; პარტნიორობა და თანამშრომლობა; ორგანიზაციული შესაძლებლობები; პოლიტიკა და რეგულაციები. ეს აქტივობები მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღებთა შესაძლებლობების გაძლიერებას განვითარების გეგმების დასახვისას მათში RID-ის ინტეგრირების გაძლიერებისათვის. გაგიგეთ მეტი ეროვნული და რეგიონული სემინარების შესახებ.
  7. ამჟამად მზადდება საგანმანათლებლო ვიდეორგოლი საქართველოში სისტემური რისკების საერთო გაგების ჩამოსაყალიბებლად (ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის გაზაფხულზე).

2023 წელს დაგეგმილი აქტივობები:

  1. ჩატარდება ადგილობრივი ზემოქმედების ჯაჭვის ანალიზი (ICA) საქართველოში კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოწყვლადობის შესაფასებლად. კვლევა ორ რეგიონს მოიცავს: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი. მიმდინარე კონსულტანტის მოძიების პროცესის შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
  2. 2023 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილებისა და ინფრასტრუქტურის მოწყვლადობისა და რისკის შეფასების პროტოკოლის (PIEVC) პილოტირება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყვლადობის შესაფასებლად იგეგმება.
  3. "RID-ის გემიფიკაცია" მიზნად ისახავს პროფესიონალთათვის გამოსადეგი და ინტერაქტიული თამაშით შექმნას RID-ის ადგილობრივ განვითარების დაგეგმვის პროცესში გამოყენების სწავლის შესაძლებლობა.
  4. გარემოს ეროვნული სააგენტოს (NEA) მონაცემთა შეგროვების, ანალიზის, საფრთხის მოდელირებისა და მეწყერსაშიშ ზონების მონიტორინგში მხარდაჭერის მიზნით, GIDRM პილოტირებას გაუწევს გეოლოგიური მონიტორინგის თანამედროვე სისტემის დამონტაჟებას მეწყერსაშიშ უბანზე რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში. ეს აქტივობა მხარს უჭერს ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზის შექმნას და აძლიერებს NEA-ს დაგეგმვისა და მზადყოფნის შესაძლებლობებს.

2022 წელი მნიშვნელოვანია GIDRM_ისთვის საქართველოში - არა მხოლოდ ჩვენი გუნდისთვის, არამედ ყველა ექსპერტისა და პარტნიორისთვის, რომლებიც ჩართულები იყვნენ ჩვენს პროცესებში და გვეხმარებოდნენ RID-ისთვის საქართველოში გზის გაკვალვაში. გმადლობთ, რომ გახდით ჩვენი ამა წლის საყვარელი მომენტების ნაწილი და იყავით ამ არაჩვეულებრივი საზოგადოების ნაწილი.
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან შემდგომ თანამშრომლობას 2023 წელს და გიგზავნით სადღესასწაულო მილოცვებს!

კეთილი სურვილებით
თქვენი GIDRM საქართველოს გუნდი