Integrated risk management towards risk-informed investment in Georgia
GIZ’s approach to risk-informed decision-making in Georgian municipalities
The gathering of stakeholders, jointly organized by the GIZ projects Good Financial Governance (GFG) and the Global Initiative on Disaster Risk Management (GIDRM) in Georgia, focused on evaluating the potential and challenges of embedding risk-informed development (RID) principles within investment or capital projects at the local government level. The event brought together representatives from national and local decision-making bodies, such as the Ministry of Regional Development and Infrastructure, the Ministry of Finance, the National Environmental Agency, and the German embassy. Additionally, the mayors of Batumi and Mestia, along with financial and infrastructure department heads from around 60 municipalities, gathered to address resilience across multiple sectors such as infrastructure, municipal budget and spatial planning, agriculture, and local economic development.
რისკზე ინფორმირებული განვითარების (RID) პრინციპების ინტეგრაცია ადგილობრივ დონეზე საინვესტიციო/კაპიტალურ პროექტებში
სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორი პროექტის „კარგი ფინანსური მმართველობა“ და „კატასტროფების რისკის მართვის გლობალური ინიციატივა“ ერთობლივი ძალისხმევით შედგა, მიზნად ისახავდა განსხვავებული სექტორებიდან დაინტერესებული მხარეების მათ შორის ინფრასტრუქტურის, სივრცითი დაგეგმარების, სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების წარმომადგენლების სხვადასხვა რისკების გარშემო გაერთიანებას. სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ ეროვნული და ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ფინანსთა სამინისტრო; გარემოს ეროვნული სააგენტო; გერმანიის საელჩო საქართველოში; ბათუმისა და მესტიის მერები საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტის ფინანსური და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად. სამუშაო შეხვედრა ფოკუსირებული იყო რისკზე ინფორმირებული განვითარების (RID) პრინციპების დანერგვის პოტენციალისა და გამოწვევების შეფასებაზე ადგილობრივი დონის საინვესტიციო და კაპიტალურ პროექტებში.
©GIDRM
Summary of Inputs
- Existing Practices and Identified Financial Risks: Speakers discussed the challenges of allocating sufficient funds for risk assessment and mitigation, emphasizing the need for innovative financial strategies to prioritize risk mitigation in local development plans.
- Perceived Needs: A consensus emerged on the essential needs for enhancing risk management: establishing risk assessment groups within municipalities, elevating preventive measure budgets, and enhancing public sector staff training and motivation. The importance of clear, accessible risk-related information and the integration of risk considerations into procurement and permitting were also emphasized.
Participants, through group discussions, delved into the existing municipal practices and needs in managing risks associated with infrastructure projects, spatial planning, and local economic development. Key insights of the group discussion include:
შედეგების შეჯამება
1. არსებული პრაქტიკა და გამოვლენილი ფინანსური რისკები: მომხსენებლებმა განიხილეს რისკების შეფასებისა და შემცირებისთვის საკმარისი თანხების გამოყოფასთან დაკავშირებული გამოწვევები, ხაზგასმით აღნიშნეს ინოვაციური ფინანსური სტრატეგიების აუცილებლობა, რათა პრიორიტეტი მიენიჭოს რისკების შემცირებას ადგილობრივი განვითარების გეგმებში.
2. აღქმული საჭიროებები: გაჩნდა კონსენსუსი რისკების მართვის გაძლიერების აუცილებელ საჭიროებებზე: მუნიციპალიტეტებში რისკების შეფასების ჯგუფების შექმნა, პრევენციული ღონისძიებების ბიუჯეტის გაზრდა და საჯარო სექტორის პერსონალის ტრენინგები და მოტივაციის გაზრდა. ასევე ხაზი გაესვა რისკთან დაკავშირებული მკაფიო, ხელმისაწვდომი ინფორმაციის მნიშვნელობას და შესყიდვებსა და ნებართვებში რისკის საკითხების ინტეგრირებას.
მონაწილეებმა, ჯგუფური დისკუსიების მეშვეობით, განიხილეს არსებული მუნიციპალური პრაქტიკა და საჭიროებები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, სივრცით დაგეგმარებასა და ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული რისკების მართვის სფეროში. ძირითადი აქცენტები გახლავთ:
1. Areas where you need to consider risks include:
- In infrastructure projects, particularly during construction and rehabilitation phases.
- In developing spatial and development plans.
- In the development of social sphere strategies.
- For agriculture development projects.
- In local economic development projects.
- A component of the central government in the management of natural resources.
- In the field of tourism development.
- The interdependence and integration of projects within the planned projects of central and local self-governments.
- In financial prioritization/budgeting.
- In the education field
1. სფეროები, სადაც უნდა მოხდეს რისკების გათვალისწინება გახლავთ:
- ინფრასტრუქტურულ პროექტებში, განსაკუთრებით მშენებლობისა და რეაბილიტაციის ფაზებში.
- სივრცითი და განვითარების გეგმების შემუშავებაში.
- სოციალური სფეროს სტრატეგიების შემუშავებისას.
- სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებისთვის.
- ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტებში.
- ცენტრალური ხელისუფლების კომპონენტი ბუნებრივი რესურსების მართვაში.
- ტურიზმის განვითარების სფეროში.
- პროექტების ურთიერთდამოკიდებულება და ინტეგრაცია ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმილ პროექტებში.
- ფინანსური პრიორიტეტების/ბიუჯეტის დადგენისას.
- განათლების სფეროში.
2. Existing practice (what type of risks do you consider and in what form?)
- Disaster Relief, Mountain Fund, Municipal Reserve/Recovery Fund
- Some municipalities have resources available for prevention efforts.
- Some municipalities have identified areas where construction is prohibited in their master plans.
- The conclusion of geology, the necessity of issuing a permit.
- Consideration of geological conclusions is essential when conducting state purchases
2. არსებული პრაქტიკა (რა ტიპის რისკებს ითვალისწინებთ და რა ფორმით?)
- სტიქიური უბედურებების ლიკვიდაცია, მთის ფონდი, მუნიციპალიტეტში არსებული სარეზერვო/აღდგენისათვის გამოყოფილი ფონდი
- ზოგიერთ მუნიციპალიტეტს აქვს რესურსები პრევენციისთვის.
- ზოგიერთ მუნიციპალიტეტს მასტერ პლანებში აქვთ იდენტიფიცირებული ადგილები, სადაც აკრძალულია მშენებლობა.
- გეოლოგიის დასკვნა, ნებართვის გაცემის აუცილებლობა.
- სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას გეოლოგიური დასკვნების გათვალისწინება.
©GIDRM
3. What needs do you perceive?
- Establishing a risk assessment group within municipalities.
- Increasing the budget for preventive measures.
- Providing staff in the public sector and motivating young personnel.
- The issue of experts' accreditation.
- Exchange of information with the central authority, preliminary project familiarization and agreement.
- Access to understandable language regarding risk events for municipalities.
- Access to central government plans.
- Knowledge of advance action plans following the receipt of information related to risks.
- Regulations - Targeting/Supervision.
- Consideration of risks in procurement procedures.
- Consideration of risks in permit licensing.
- Ministry of Finance - implementation of risk prevention programs within the local budget, validation of geological findings, development and coordination of documentation and action plans, establishment of risk groups, and definition of risks
3. რა საჭიროებებს ხედავთ?
- მუნიციპალიტეტებში რისკების შეფასების ჯგუფის შექმნა.
- ბიუჯეტის გაზრდა პრევენციული სამუშაოებისათვის.
- საჯარო სექტორში კადრების უზრუნველყოფა, ახალგაზრდა კადრების მოტივაცია.
- ექსპერტების აკრედიტაციის პრობლემა.
- ინფორმაციის გაცვლა ცენტრალურ ორგანოსთან, პროექტების წინასწარ გაცნობა შეთანხმება.
- მუნიციპალიტეტებისთვის რისკის შემცველი მოვლენების გასაგებ ენაზე წვდომა.
- ცენტრალური ხელისუფლების გეგმებზე წვდომა.
- რისკებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების შემდეგ წინაწარი სამოქმედო გეგმების ცოდნა.
- რეგულაციები - მიზნობრიობა/ზედამხედველობა.
- შესყიდვების პროცედურებში რისკის გათვალისწინება.
- სანებართვო ლიცენზიებში რისკის გათვალისწინება.
- ფინანსთა სამინისტრო - რისკების პრევენციის პროგრამები ადგილობრივ ბიუჯეტში, გეოლოგიური დასკვნების ნამდვილობა, დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შექმნა და კოორდინაცია, რისკების ჯგუფების ჩამოყალიბება, რისკების განმარტება.
Group Work Outcomes
- Existing Practices: Fragmented initiatives like disaster recovery funds and geological considerations in permitting highlight the starting point of risk considerations in municipal practices.
- Identified Risks: Acknowledgment of risks across sectors including infrastructure during construction phases, agricultural development, and the social sphere, underlining the importance of an integrated risk management approach.
- Perceived Needs for Enhanced Risk Management:
- Establishment of municipal risk assessment groups.
- Increased preventive measure budgeting.
- Clear, accessible risk-related information and training for municipal staff.
- Integration of risk considerations into procurement and permitting processes.
ჯგუფური მუშაობის შედეგები
- არსებული პრაქტიკა: ფრაგმენტული ინიციატივები, როგორიცაა კატასტროფების აღდგენის ფონდები და გეოლოგიური მოსაზრებები ნებართვების მიღებისას, ხაზს უსვამს მუნიციპალურ პრაქტიკაში რისკის განხილვის ამოსავალ წერტილს.
- იდენტიფიცირებული რისკები: რისკების დანახვა სექტორებში, მათ შორის ინფრასტრუქტურულ სფეროში მშენებლობების ფაზებში, სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროში და ასევე სოციალურ სფეროში ხაზს უსვამს რისკების მართვის ინტეგრირებული მიდგომის მნიშვნელობას.
- რისკების გაძლიერებული მართვის საჭიროებები:
- მუნიციპალური რისკების შეფასების ჯგუფების ჩამოყალიბება.
- პრევენციული ღონისძიებების ბიუჯეტირების გაზრდა.
- მკაფიო, ხელმისაწვდომი რისკებთან დაკავშირებული ინფორმაცია და ტრენინგი მუნიციპალური თანამშრომლებისთვის.
- რისკის საკითხების ინტეგრირება შესყიდვებისა და ნებართვების გაცემის პროცესებში.
Conclusions and Recommendations
- Establishing Risk Assessment Groups: Municipalities are encouraged to establish risk assessment groups to evaluate and mitigate risks systematically.
- Capacity Building and Information Exchange: A strategy for capacity building within municipalities is crucial, as is the development of an information exchange framework between municipalities and central authorities.
- Financial Strategies: Participants suggested the development of financial strategies prioritizing risk mitigation and the integration of RID principles into regulatory frameworks.
- Regulatory Frameworks: RID principles should be taken into account and evaluated in the process of municipal budget planning and strategic development, preparation of master plans
- Future Steps: Collaborative efforts from the Ministry of Finance and other agencies are vital for implementing risk prevention programs and establishing guidelines for RID integration at the local level. Continued workshops and meetings are recommended to monitor progress and exchange best practices.
There is an essential need for enhancing risk management: establishing risk assessment groups within municipalities, elevating preventive measure budgets, and enhancing public sector staff training and motivation.
Commissioned by the German Federal Ministry for Economic Cooperation and Development (BMZ), GIZ continues its dedicated support of Georgian partners in the establishment of a robust and sustainable financial management system and to enhance disaster risk prevention specifically targeted at the local government level.
დასკვნები და რეკომენდაციები
- რისკის შეფასების ჯგუფების შექმნა: მუნიციპალიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია შექმნან რისკის შეფასების ჯგუფები, რისკების სისტემატიურად შესაფასებლად და შესამცირებლად.
- შესაძლებლობების განვითარება და ინფორმაციის გაცვლა: მუნიციპალიტეტებში შესაძლებლობების განვითარების სტრატეგია გადამწყვეტია, ისევე როგორც ინფორმაციის გაცვლის ჩარჩოს შემუშავება მუნიციპალიტეტებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
- ფინანსური სტრატეგიები: მონაწილეებმა შემოგვთავაზეს ფინანსური სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს რისკების შერბილებას და ხაზს უსვამს RID-ის პრინციპების მარეგულირებელ ჩარჩოებში ინტეგრირებას.
- მარეგულირებელი ჩარჩოები: RID-ის პრინციპები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული და შეფასდეს მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვისა და სტრატეგიული განვითარების, გენერალური გეგმების მომზადების პროცესში.
- სამომავლო ნაბიჯები: ფინანსთა სამინისტროსა და სხვა უწყებების ერთობლივი ძალისხმევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რისკის პრევენციის პროგრამების განსახორციელებლად და ადგილობრივ დონეზე RID-ის ინტეგრაციის სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბებისთვის. რეკომენდირებულია გაგრძელდეს სემინარები და შეხვედრები პროგრესის მონიტორინგისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის მიზნით.
საქართველოში არსებული რისკების მართვის გაძლიერების აუცილებლობის გამო, შეხვედრაზე რამდენიმე გამოსავლის გზა განიხილეს, ისეთები როგორიც არის მუნიციპალიტეტებში რისკის შეფასების ჯგუფების ჩამოყალიბება, პრევენციული ღონისძიებების ბიუჯეტის გაზრდა და საჯარო სექტორის პერსონალის გადამზადება.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) აგრძელებს ადგილობრივი პარტნიორების დახმარებას მდგრადი ფინანსური მართვის სისტემის ჩამოყალიბებასა და კატასტროფის რისკის შემცირების ხელშეწყობას.
©GIDRM